ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიყვარული გლახაკთა მიმართ
სწავლა ოე. გლახაკთ-მოყვარებისათვისვე.
ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, საყვარელნო, რათა სრულ იყოს კაცი ღვთისა ყოვლისა კეთილისა მიმართ, რამეთუ, რომელსა ერთი აქვნდეს კეთილი და მეორე არა აქვნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაი სარგებელ არს, უკეთუ ილოცვიდეს ფრიდ, ხოლო მოწყალება არა აქვნდეს, ანუ მოწყალება აქვნდეს, გარნა მოტაცებულისაგან აქვნდეს, ანუ მაჩვენებლობით კაცთათვის, ანუ კეთილად იქმოდეს მოწყალებასა, გარნა ზვაობდეს, ანუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლის-მოყვარება აქვნდეს. დედა იგი ყოველთა ბოროტთა ვეცხლის-მოყვარება არს. რომელი მოაძულებს გლახაკთა.
ვივლტოდეთ უკვე, საყვარელნო, ბოროტისა მისგან ვეცხლის-მოყვარებისა, რამეთუ ამან სოფელი ყოველი დაუწყნარებელ ჰყო. ესე (ვეცხლის-მოყვარეობა) მონებისაგან ქრისტესისა განგვაშორებს, რამეთუ შეუძლებელ არს მონება ღვთისა და მამონასი. რამეთუ ქრისტე გვამცნებს გლახაკთ-მოყვარებასა და მოწყალებასა. ხოლო იგი - მტაცებლობასა და უწყალეობასა; ქრისტე გვიბრძანებს, რათა ჩევუნდოთ თანამდებთა ჩვენთა, ხოლო იგი, რომელთა არა ევნოს ჩვენდა, მათცა ვავნებდეთ. ქრისტე იტყვის, ვითარმედ: "მოწყალე იყავ", ხოლო იგი იტყვის, ვითარმედ - უწყალო იყავ და გულ-ფიცხელ და ნურად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთანი. რათა დღესა მას სასჯელისასა უწყალო იყოს უფალი ჩვენ ზედა? რამეთუ მაშინ ყოველი საქმე ჩვენი წინაშე თვალთა ჩვენთა წარმოგვიდგეს, და ჩვენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძვირ-ხილულნი (განუკითხავნი) და ყოველსა სიტყვასა ჩვენგან მიგვიღებდენ (სიტყვას ვეღარ ვეტყვით). რამეთუ, უკეთუ ლაზარეს არა რაი ევნებოდა მდიდრისაგან, გარნა ოდენ მის მიერ მოწყალება არა მიეღო, და იყო იგი შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ. ხოლო რაიმე ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ? და ქვრივთა და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ? უკეთუ მშიერი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა (დიდსა) ბოროტსა შთაცვივნეს. ხოლო რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცონ, იგინი რაისა ღირს იქმნენ? ანუ რაი ნუგეშინის-ცემა ჰპოვონ? ვივლტოდეთ უკვე, ძმანო, ამის ბოროტისაგან. მოვიხსენნეთ (მოვიგონოთ) პირველ ჩვენსა ყოფილნი ანგაჰარნი. საფასენი მათნი აწ არა სხვათა ჰქონანა? ხოლო იგინი ცეცხლსა შინა იგვემებიან. ვითარ უკვე არა საცოფე არს ესე ვითარი უბადრუკებაი, რომელ სიცოცხლესა, შრომასა და ბოროტსა შინა ვიყვნეთ და წარრავიდეთ ამიერ (სოფლით) საუკუნოდ ვიტანჯებოდეთ? გევედრები, საყვარელნო, შევიყვაროთ გლახაკი და ვსწყალობდეთ მათ, რომელი ქრისტესდა მიიწევის. რამეთუ იტყვის: "რაოდენი უყავთ ერსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავთ". რათა აქაცა განვისვენოთ და მუნ სასუფეველი ცათა დავიმკვიდროთ. რამეთუ ვითარცა ცოდვა, პირველ გეენიისაცა აქავე ჰსტანჯავს, მხილებითა მით გონებისათა, მოქმედთა მისთა, ეგრეთვე სათნოება პირველ სასუფეველისაცა აქავე მოქმედთა მისთა სასოებითა კეთილითა ახარებს. ვიღვაწოთ, ძმანო, რათა ჩვენცა ესე ვითარი მოქალაქობა გვაქვნდეს, რათა აქაცა განვისვენოთ, და მუნ საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი