image

თემა: სიყვარული გლახაკთა მიმართ


სწავლა ოდ. თავი კე. გლახაკთ-მოყვარებისათვის.

საყვარელნო ძმანო ჩემნო! შევიკდიმოთ სიყვარულისა მისგან ღვთისა და დიდისა მის კაცთმოყვარებისა მისისა! რამეთუ მან სახიერმან მხოლოდ შობილსა ძესა თვისსა არა ჰრიდა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ საფასეთა ვშურობთ მისთვის და უფროსად თავთა ჩვენთათვის. არა ფრიადისა სასჯელისა ღირს ვართა? რამეთუ უკეთუ კაცმან, ვინ ჩვენთვის შრომაი და ჭირი თავს იდვას, ჩვენცა გვიხმს მისთვის დავსდებაი ჭირისა, და ყოველი ჩვენი მისა მინიჭებად არა გვშურს? ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, და პატიოსანი სისხლი თვისი დასთხია, რომელნი ესე მტერ მისა ვიყვენით, და საუკუნოისა სასჯელისაგან გვიხსნა, და ჩვენ აწ არცა თუ უნდოსა სახმარსა მივსცემთ მას? ვინ მიხსნნეს ჩვენ საუკუნოსა ცეცხლისაგან? არა ჩვენ თვით დავსჯითა თვთა ჩვენთა? არა საუკუნოსა გეენიასა ნებსით მივეცემითა, რამეთუ, რომელმან სული თვისი ჩვენთვის დასდვა, არა შევიწყნარებთ მას? რამეთუ არა საფასენი, არამედ სულიცა ჩვენი თუ მიგვეცა, არამცა ღირსვე იყო ქველის მოქმედებისა მისისა. არამედ არა გულის-ხმა-ვჰყოფთ ამას ყოველსა, გარნა ვართ უგულისხმო და უკეთურ. რამეთუ მონათა და ცხენთა ოქროითა შევამკობთ, ხოლო ქრისტესა მეუფესა ჩვენსა, არცა თუ პურსა მივსცემთ მრავალ გზის; და შიშველი თუ იყოს, არა შევმოსთ და უფროსად რისხვით განვსდევნით. და იგი სახიერი სიგლახაკესა თავს იდებს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვეცით მრავლისა წყალობისა მისისა ჩვენზედა მოფენად. და შიშველი მიმოვალს, რათამცა ჩვენ მიზეზი ვსცეთ შემოსად ჩვენდა სამოსელი უხრწნელებისა. გარნა შენ, ჰოი კაცო, სამოსელნი შენნი, რომელნიმე მღილთა მიერ შეჭმულ არიან, რომელნიმე ამაოდ სხენან, და რომლითამე შენ იმკობი, რათამცა უბნისა კაცთა გიხილეს, და სულისა შენისა შემკობაი არა გნებავს. რასა ესრეთ მოსწრაფე ხარ შემკობად თავისა შენისა? რაი კეთილი არს მაგას შინა? რამეთუ დედანიცა მეძავნი ესრეთ იმკობინ და უმეტესცა. არამედ ჭეშმარიტი სამკაული სათნოება არს, რომელი შვენიერ ჰყოფ სულსა ამას. მარადის ვიტყვი და თქმად არა დავსცხრები, რამეთუ არა ესე ზომ მიყვარან და მეწყალვიან მე გლახაკნი, რაზომ თქვენი სული. იხილეთ, თუ უწყალოებამან მდიდრისამან ვის უფრო ავნო, ლაზარეს ანუ თვით მას მდიდარსა? ეგრეთვე თქვენ უმეტესი გევნოს უწყალოებითა, ვიდრეღა გლახაკთა, და მათვე სიტყვათა მდიდრისათა იტყოდეთ ცეცხლსა მას შინა და არა ჰპოოთ წყალობაი, არამედ ნუმცა ვის ასმია ხმა იგი! გარნა შევიყვაროთ, ძმანო, გლახაკი, რომელ არს ქრისტე, და ვაჩვენოთ წყალობაი, რათა წიაღთამცა აბრამისთა მივიწივნეთ ყოველნი მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები