ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: კეთილი საქმეები
სწავლა ოგ. საქმეთათვის კეთილთა.
საყვარელნო! ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა და ვადიდებდეთ ძესა ღვთისასა მხოლოდ შობილსა, არა ოდენ მართლ აღსარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა. რამეთუ მართლ მორწმუნოება ოდენ, თვინიერ საქმეა კეთილთა, არა რად სარგებელ არს. რამეთუ, უკეთუ შენ ურია გეწოდების და განისვენებ სჯულსა ზედა, და იქადი ღვთისა მიერ, აწ უკვე რომელი ეგე ასწავებ სხვასა, თავსა შენსა არა ასწავებაა?! რომელი ეგე, სჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა სჯულისათა ღმერთსა შეურაცხ ჰყოფ.
აწ უკვე, ძმანო! ვიხილოთ ჩვენცა, ნუ უკვე სიმართლესა ზედა სარმუნოებისასა ვიქადოდეთ, და არა ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა, რომელნი სარწმუნოებასა ამას ჩვენსა შეეტყვებოდენ და ამისთვის განვარისხებდეთ ღმერთსა ჩვენ ზედა და ამისთვის იგმობოდეს სახელი მისი წმიდა.
რამეთუ ჯერ არს, რათა ქრისტიანე მოძღვარი იყოს ყოვლისა სოფლისა, და ნათელ, და მარილ, და საფუვარ (ხაში პურის ცომისა) კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყვის. ხოლო რაი არს ნათელ ყოფაი? ესე იგი არს ცხოვრება ბრწყინვალე და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იყოს სიბნელე, რამეთუ ნათელი არა თავისა თვისისა სახმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხვათა მიერ გამოაჩინებენ სახცმარობასა თვისსა. ეგრეთვე უკვე ჩვენცა, არა თავთა ჩვენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხვათასაცა. რამეთუ მარილი უკეთუ არა შეიმარილებდეს, არა არს მარილი. და კვალად ესეცა გულის-ხმა-ვჰყოთ, ვითარმედ, უკეთუ ჩვენ წარვმართოთ კეთილი საქმე, მოსვლად არიან სხვანიცა ჩვენსა მას კეთილსა საქმესა ზედა. ხოლო უკეთუ ჩვენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შევუძლოთ სხვათა სარგებელად? ნუმცა არს უკვე ჩვენ შორის, ჰოი ძმანო, დრკუ (მიდრეკილება) რაიმე და დახსნილობისა და სიცოფისა სახე, რამეთუ ესე ვითარნი არიან საქმენი სოფლისანი და ესე ვითარნი არიან ზრუნვანი ამაოსა ამის ცხოვრებისანი. ამისთვის ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ იყო შეკრებაი, და სადა სიმდიდრე კეთილ იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკვე და ძრწოლა, ნუ უკვე წარვიდეთ შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა იგი ყოველთა მართალთა აქვნდეს ბრწყინვალები და დიდებულები სამოსლები? არა რაი არს ცოდვისა უბილწეს და უსაძაგელეს! ამისთვისცა ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმანებდა წინასწარ-მეტყველი და იტყოდა: "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი". ამისთვის გევედრები, საყვარელნო! განვეყენნე ცოდვასა და ბოროტთა საქმეთა, და მარადის ვიქმოდეთ კეთილთა საქმეთა, რომელნი ნათელ გვყოფენ ამას სოფელსა წინაშე კაცთა, ვითარცა იტყვის: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი". ხოლო მას საუკუნესა: "ვითარცა მზე გამობრწყინდეთ სასუფეველსა ღმრთისასა", რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი