ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: კეთილი საქმეები
სწავლა ობ. საქმეთათვის კეთილთა.
ნუმცა უკვე ვგონებთ ჩვენ, საყვარელნო, თუ კმა გვეყოს სარწმუნოება ოდენ ცხოვრებად ჩვენდა, უკეთუ არა ვჰქმნეთ საქმენი კეთილნი, არამედ უღირსითა სამოსლითა შემოსილნი მივიდეთ სანატრელსა მას ქორწილსა და ჩვენზედაცა მოიწიოს, რაი იგი უბადრუკსა (მონასა) ზედა მოიწია. რამეთუ ბოროტ არს, უკეთუ ღმერთმან და მეუფემან არა უღირს იჩინოს უნდოთა ამათ და საწყალობელთა კაცთა სერობასა თვისსა წოდებაი და ჩვენ ესრეთ უგულისხმო ვიქმნნეთ. რამეთუ ესოდენსა მას პატივსა ზედა არავე შევიკდიმოთა და მოვიქცეთ უმჯობესისა მიმართ? ანუ შემდგომად წოდებისაცა ესე ვითარცა უკეთურებასა ზედა ვეგნეთ? არა თუ ამისთვის გვიწოდს ჩვენ მეუფე საშინელისა მის საიდუმლოსა მიმართ წმიდისა ზიარებისა, რათა პირველითავე უკეთურებითა მოვიდოდეთ, არამედ, რათა აღვიძარცოთ უკეთურებაი და შევიმოსოთ, რაი იგი (რაიცა) შვენის შემოსად წოდებულთა მეუფისათა, ესე იგი არს საქმენი კეთილნი სიწმიდისანი. ხოლო, უკეთუ უღირსითა სამოსლითა მოვიდეთ ქორწილსა მას, რომელ არიან არა წმიდანი საქმენი, გვესმას ჩვენცა,ვითარმედ: "მონაო ბოროტო, ვითარ შემოხვედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე?" რომელ არიან საქმენი კეთილნი სიწმიდისანი. არამედ ნუმცა ვის ჩვენგანსა ზედა მოწევნულ არს ხმა ესე, რამეთუ, ამისთვის უწინარეს მოწევნისა, წერილ არს ესე ყოველი, რათა შევიკდიმოთ (დავირცხვინოთ) და განვეკრძალნეთ, რათა არა შთავვარდეთ საქმეთა მათ შინა ბოროტთა, არამედ, საქმეთა მიერ კეთილთა და ბრწყინვალითა სამოსლითა, მივიდეთ ქორწილსა მას საუკუნოსა სიხარულისასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი