image

თემა: კეთილი საქმეები


სწავლა ოა. თავი კდ. საქმეთათვის კეთილთა.

ვილოცოთ, საყვარელნო, ღვთისა მიმართ, რათა გულის-ხმის-ყოფასა თანა საღმრთოთა სიტყვათასა და სარწმუნოებასა თანა მართალსა, საქმენიცა კეთილნი გვაქვნდენ და მოქალაქობა წმიდა და ბრწყინვალე. რამეთუ, უკეთუ საქმენი კეთილნი არა გვაქვნდენ, ამათგან სარგებელი არა გვაქვნდეს. დაღაცათუ სარწმუნოება გვაქვნდეს, და საქმეთაგან კეთილთა ოხერ ვიყვნეთ, არა რაი არს დამაყენებელ მისვლად ჩვენდა ცეცხლსა მას გეენიასა., დაუშრეტელსა სახმილსა შინა გვემაი. და ვითარცა მოქმედნი კეთილისანი აღდგებიან აღდგომასა კეთილისასა, ეგრეთვე მოქმედნი ბოროტისანი აღდგომასა სასჯელისასა სატანჯველად დაუსრულებელად. ამის ყოვლისათვის უკვე ვისწრაფოთ, რათა არა წარვსწყმიდოთ სარგებელი იგი, რომელი სარწმუნოებითა მართლითა მოგვეგოს. არამედ რათა საქმეთა მიერ კეთილთა ღირს ვიქმნნეთ კადნიერებით ქრისტეს ხილვასა. რამეთუ არა რაი არს მსგავს ამის ნეტარებისა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმხვევად საქმეთა მიერ კეთილთა, და დიდებასა ღმრთისასა ვხედვიდეთ, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები