image

თემა: სინანული


სწავლა ო. კვალად სინანულისათვისვე.

სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის კაცისა. სინანული განმწმენდელი არს სულისა. სინანული აღდგომა არს დაცემულისა. აწ უკვე ვიცნათ, ძმანო, თავნი ჩვენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენნი, რათა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ. რამეთუ რომელი წყლულებათა თვისთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მეავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ. არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან, უკეთუ გვენებოს (შესაძლოა), რამეთუ ჯერეთ სავაჭრო ჰსდგას (არის დრო მონანებისა), და ქადაგება სინანულისა იქადაგების, ვითარმედ "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".
    უკეთუ დაბერებულხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკვდილისათა, ნუ ჰგონებ თU განვრდომილ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკვეთ სასოებასა შენისა ცხოვნებისასა. არამედ გულის-ხმა-ჰყავ ავაზაკი იგი, რომელი ჯვარსა ზედა წამსა შინა ერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან. რამეთუ რაიმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს იგი ეკიდა ჯვარსა ზედა, არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლდა ცოდვათაგან. უკეთუ ჭაბუკი ხარ, ნუ მიენდობი სიჭაბუკესა შენსა და იტყვი, ვითარმედ შორს არს ჟამი იგი სიკვდილისაო. რამეთუ დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, მოიწიოს. ამისთვის უცნაურ ჰყო (დაჰფარა) ჟამი აღსასრულისა ჩვენისა უფალმან, რათა საცნაურ და ჭეშმარიტ ვჰყოთ მოსწრაფება ჩვენი, და მოქცევა ცოდვათაგან არა ვადროოთ. არა ჰხედავა, ვითარ ჩჩვილნიცა წარიტაცებიან სიკვდილისაგან და ჭაბუკნი უცნაურად მოსწყდებიან? ამისთვის წერილ არს: "ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა ჰსდროებ დღითი დღედ, ნუ უკვე ვიდრე იგი ჰყოვნიდე წარიტაცო ხელითა მით წარმყვანებელისათა". ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა ისწავენ კაცად-კაცადმან მოძღვრება ესე, რათა არცა ვინ ჭაბუკი უზრუნველ იყოს, არცა ბერი სასო-წარკვეთილ. რამეთუ დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩვენნი, არამედ უკეთუ შევინანოთ ღირსად, არა მოტევება ხოლო ვჰპოვოთ, არამედ ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდროთ და გვირგვინი სასუფეველისა მოგვეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვჰხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთ-მოყვარე არს. უკეთუ შევინანოთ, ყოველივე აღგვიხოცოს ცოდვანი ჩვენნი. ამისთვის გევედრები, ძმანო, პირველნი ცოდვანი ჩვენნი შევინანნე ჯეროვნად, და მომავალთაგან დავიცვნეთ თავნი ჩვენნი, რათა საუკუნეთა მათ სატანჯველთა განვერნეთ, და გვირგვინი დაუჭონობელი მივიღოთმადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები