თემა: მრუშობა
ღირსი პელაგია - ქალი, რომელიც კაცი ეგონათ.
ღირსი პელაგია სირიის ანტიოქიაში დაიბადა და ქრისტიანობაზე მოქცევამდე ქარაფშუთა და თავაშვებული გოგო იყო. იგი ძალზე ლამაზი გარეგნობის ყოფილა და თავს ძვირფასი ტანსაცმლით, ოქროთი და ძვირფასი თვლებით იმშვენებდა, რის გამოც თაყვანისმცემლები მარგალიტს ეძახდნენ.
ერთხელ ანტიოქიაში საეკლესიო კრებაზე, მეზობელი ეპარქიების ეპისკოპოსები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ნონე - ილიოპოლის ეპისკოპოსი, რომელიც თავისი სიბრძნითა და მართალი ცხოვრებით იყო ცნობილი. შეხვენების დროს ეპისკოპოსები ტაძრიდან გამოვიდნენ. უცებ მათ წინაშე ახალგაზრდების ხმაურიანი გუნდი გამოჩნდა. მათ შორის სილამაზით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი ქალწული, რომელსაც ძვირფასად ეცვა და მხრები მოშიშვლებული ჰქონდა. ეს პელაგია იყო. იგი ხმამაღლა ხუმრობდა და იცინოდა, თაყვანისმცემლები კი მის ირგვლივ ირეოდნენ. შეცბუნებულმა ეპისკოპოსებმა თვალები დახარეს, წმიდა ნონემ კი, პირიქით, ყურადღებით დაუწყო მზერა. როცა ხმაურიანი ახალგაზრდები გაშორდნენ, ნონემ ეპისკოპოსებს ჰკითხა:
-ნუთუ თქვენ ამ ქალის სილამაზე და ჩაცმულობა არ მოგეწონათ?
ისინი დუმდნენ. მაშინ იოანემ განაგრძო:
-მე კი ბევრი ვისწავლე მისგან, მან თავის მიზნად ადამიანთათვის თავის მოწონება დაისახა და როგორ ფიქრობთ, რამდენი საათი დახარჯა თავის გამშვენებაზე, იმაზე ზრუნვაზე, რომ თაყვანისმცემელთა თვალში სხვა ქალებზე უკეთესი გამოჩნდეს! საშინელ სამსჯავროზე უფალი მისით განგვსჯის, რადგან ჩვენ ზეციური სიძე გვყავს, საკუთარი სულის მდგომარეობაზე კი არ ვზრუნავთ. რით წარვდგებით მის წინაშე?
სასტუმროში მისული წმიდა ნონე პელაგიას სულის ხსნაზე ლოცულობდა, იდუმალი ძალით მოზიდული პელაგია პირველად მივიდა ტაძარში. საშინელი სამსჯავროს შესახებ წმიდა ეპისკოპოსის ქადაგებამ და ღვთისმსახურებამ ისე შეძრა იგი, რომ თავისი ცოდვიანი ცხოვრების გამო ძრწოლა დაიწყო. ნონესთან მისულმა ნათლობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, შეიწყალებდა თუ არა უფალი:
-ჩემი ცოდვები ზღვის ქვიშაზე ურიცხვია და ზღვასაც კი არ ეყოფა წყალი, ჩემი ბილწი საქმეების ჩამოსარეცხად.
კეთილმა მწყემსმა იგი ღვთის მოწყალების იმედით ანუგეშა და მოინათლა.
გაქრისტიანების შემდეგ პელაგიამ თავისი ქონება შეკრიბა და ნონეს მიუტანა.
მღვდელმთავარმა მისი ღატაკთათვის დარიგება ბრძანა.
-დაე, გონივრულად დაიხარჯოს ცუდად შეკრებილი, - ბრძანა მან.
რამდენიმე დღის შემდეგ პელაგიამ მამაკაცის სამოსი გადაიცვა და ქალაქიდან გავიდა. იგი იერუსალიმში ჩავიდა და იქ მონაზვნად აღიკვეცა. ის ჭაბუკი ეგონათ. მან ზეთისხილის მთაზე სენაკი მოიწყო, მასში ჩაიკეტა და სინანულით, ლოცვითა და მარხვით მკაცრი მონოზვნური ცხოვრება დაიწყო. ახლობელი ადგილების მცხოვრებნი მას ბერ პელაგიოსად, საჭურისად მიიჩნევდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ დიდ სულიერ ნიჭებს მიღწეული ბერი პელაგიოსი აღესრულა. ეს დაახლოებით 457 წელს მოხდა. დაკრძალვისას აღმოაჩინეს, რომ განსვენებული ბერი ქალი იყო