image

თემა: განმარტოება

თქვენ, რა თქმა უნდა, იცით საქმის არსი რომ შინაგანი ცვლილებაა. ამ ცვლილების და მათგან მომდინარე იმპულსების შესაბამისად უნდა შეიცვალოს გარეგანიც... ერთს გეტყვით: ახვალე, ამჟამინდელ მდგომარეობაში განმარტოვდით სახლში, განმარტოების საატები უპირველესად ლოცვას მიუძღვენით და ითხოვეთ მხოლოდ ერთი: "მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი" (ფსალ. 142, 8). ეცადეთ მარტო სიტყვით და აზრით კი არ გამოგივიდეთ ღაღადი, არამედ მტკივნეული გულიც დაურთეთ თან. კარგია, თუ განმარტოებისათვის ყოველი დღის გარკვეულ საატებს ან კვირის რომელივე დღეს მოინიშნავთ. დაიცავით განმარტოება როგორც წესი და რიგია: ყველაზე მეტად ღვთისაგან ჩაგონება და მინიშნება ეძიეთ... მას მარხვაც მიუსადაგეთ... ისე რომ სხეულმა იგრძნოს. ეს კარგი ნიადაგი იქნება ლოცვისათვის. ამ ხნის განმავლობაში ყველაფრისადმი გუგრილი გახდით, ისე დაშორდით მათ, აღარეფერი გეწეოდეთ უკან. მიზანი სულის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანაა, რომ მას როგორც ბორკილებისგან და საპყრობილისდან ისე მოსწყურდეს თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების წესისგან თავის დაღწევა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები