ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: განმარტოება, მონაზონთათვის
თუ აირჩიე მონასტერი, მაშ, განემზად მარტოობისათვის! მონასტერში იმ ადამიანს ძალზედ გაუჭირდება, ვინც ისეთივე ურთიერთობებს გააგრძელებს ყველასთან, როგორც ერში ჰქონდა. მონასტერში მხოლოდ წინამძღვარს და სულიერ მამას ან ბერს უნდა ვცნობდეთ, სხვები თითქოს იქ არც იმყოფებიან. მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება, უამისოდ კი ისეთი შინაგანი შფოთი და აურზაური ატყდება, საერო წვეულებებზეც რომ ვერ ნახავთ.