ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განმარტოება
კარგია გარტობისათვის თუ თავს შეიკავებთ და ოთხში განმარტოვდებით, მაგრამ საკუთარ თავში განმარტოება უფრო უმჯობესია. პირველი ამის გარეშე არაფერია, ხოლო მეორე პირველის გარეშეც კარგია. როცა ღვთის ტაძარში დადიხართ, ეს კარგია, მაგრამ ვინც სახლში ლოცვას ეჩვევა, როგორც ტაძარში, ეს ნაკლები როდია. როგორც ვინმეს პირისპირ უყურებთ, ასევე შეეცადეთ დააყენოთ თქვენი სული ღვთის წინაშე, რომ თქვენი თვალები ერთმანეთს შეჰყურებდეს. ეს თავისთავად იმდენად ბუნებრივია, ამის შეხსენება არც უნდა გვჭირდებოდეს. რამეთუ სული თავისი ბუნებით ღვთისაკენ უნდა ისწრაფოდეს, უფალი კი ყოველთვის ახლოა და მათ ერთმანეთის მიმართ წარდგენა არ ესაჭიროებათ, რამეთუ ისინი დიდი ხნის ნაცნობები არიან.