ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განმარტოება
მაშ, დაყუდება მოგინდათ? მოვა დრო და აღასრულებთ, თუმცა უნდა ემზადოთ ამისათვის. საერთოდ, ვფიქრობ, სრული გამოკეტვა მაინც თქვენთვის მიზანშეუწონელია, მაგრამ დრო და დრო განმარტოება კარგია. ამაზე მეტი არც უნდა ისურვოთ. როცა გულში კოცონი დაინთება და შიგნით ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებთ, ეს იქნება შინ დაყუდება. ის გარეგან განმარტოებას ითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, მაშინაც უმჯობესია დრო და დრო განმარტოვდეთ.