ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განმარტოება
გწყურიათ და გადაწყვეტილი გაქვთ განმარტოება? გარეგნული განმარტოება თავისთავად მოვა, როცა დამყარდება შინაგანი. ღმერთი იქმს ამას. იცოდეთ, რომ შეიძლება ამ სოფლის ხმაურში განმარტოებული იყოთ, სენაკში განმარტოებული კი სოფლის შუაგულში ტრიალებდეთ. გარეგან განმარტოებაზე უმჯობესს დაეუფლებით, თუ საკუთარ თავში ისეთ განმარტოებას მოახერხებთ, როდესაც ვერანაირი გარეგანი აურზაური ვერ შეძლებს თქვენს აყოლიებას.
ამისთვის ილოცეთ!
ამისთვის ილოცეთ!