image

თემა: სულიერი მღვიძარება

უკვე მერამდენედ გკარნახობთ სინდისი, შეიცნოთ თქვენი მოვალეობა: იყოთ უფალთან და მას არაფერი ამჯობინოთ. მისი ხსოვნა თქვენ მართლაც არ გტოვებთ! დაე, ამის ძალაც შეგწეოდეთ! ჩვენი მიზანიც ხომ ესაა. როცა ჩვენ უფალთან ვართ, ისიც ჩვენთანა. ყველაფერი ნათელია. როცა ყველა ფანჯარა ღიაა და სინათლე იჭრება, ოთახში ძალზე ნათელია ყველაფერი, მაგრამ დაკეთეთ ერთი ფანჯარა და ჩამობნელდება; თუ ყველას დაკეტავთ, მთლიანად დაბნელდება. ასევეა სულიც. როცა ის მთელი ძალით და გრძნობით ღვთისკენაა მიმართული, მასში ყველაფერი ნათელი,მხიარული და მშვიდია. ხოლო თუ უფლის გარდა, მისი ყურადღება და გრძნობა სხვა რაიმესკენ მიიმართება, ნათელი მცირდება. რაც უფრო მეტი საგანი იპყრობს სულს, მით უფრო მეტი სიბნელე შედის მასში... და სული მთლიანად ბნელდება. აზრები იმდენად ვერ აბნელებენ სულს, რამდენადაც გრძნობები; გრძნობების ერთჯერადი გატაცება იმდენად არა, რამდენადაც რაიმეს მიმართ ლტოლვა. ყველაზე მეტად კი ამას აბნელებს საქმით აღსრულებული ცოდვა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები