ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: გულისთქმანი, სულიერი მღვიძარება
ორ იარაღს უნდა ფლობდეს ჭეშმარიტად ქრისტეს მოშიში და ფრთხილი მეომარი: სიფხიზლეს და კეთილ განხილვას. პირველი მიმართულია შიგნით, ხოლო მეორე -გარეთ; ერთი აკვირდება მოძრაობებს, რომლებიც უშუალოდ გულიდან გამოდიან, ხოლო მეორე წინასწარ ხვდება იმ მოძრაობებს, რომლებიც შესაძლოა გარე ზემოქმედების შედეგად აღიძრან; პირველ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცე: მას შემდეგ, რაც ღვთის თანამყოფობის განცდა და მისი ხსოვნა სულიდან ყოველგვარ აზრებს გამოდევნის, დადექი გულის კარებთან და გულდასმით აკონტროლე ყველაფერი, რაც გულში შეაღწევს, ან რაც გულიდან გამოვა, განსაკუთრებით ისეთი გულისთქმანი, რომლებიც გრძნობას და სურვილს ბადებენ, რამეთუ მათგან წარმოდგება ყოველგვარი ბოროტება...