თემა: სიმდიდრე, სიღარიბე
ღირსი ვარლაამის იგავი მდიდართა და ღატაკთა შესახებ.
ერთი ცნობილი რომაელი მეფე, იარაღის მტვირთველებითა და დიდებულებით გარშემორტყმული, მოოქროვილი ეტლით მიდიოდა. ის შეხვდა ორ ბერს, ჭუჭყიან და დაგლეჯილ სამოსში. მან იცოდა, რომ ისინი კეთილშობილი მმარხველნი იყვნენ; ეტლიდან ჩამოვიდა, თაყვანი სცა, მოეხვია და გადაკოცნა. გაოცებული დიდებულები გაურკევლობაში ჩაცვივდნენ და ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდნენ:
-როგორ დაიმცირა თავი ჩვენმა მეფემ!
მაგრამ თავიანთი აზრების გამომჟღავნება ვერ გაბედეს და მეფის ძმას სთხოვეს ეთქვა, რომ სამეფო გვირგვინის ესოდენ შებღალვა უწესობა იყო. მეფის ძმა დიდებულთა აზრს დაეთანხმა და მეფეს აუხსნა კიდეც, მაგრამ ხელმწიფემ ისეთი პასუხი გასცა, რომელიც მან, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ გაიგო.
მეფეს ჩვეულება ჰქონდა: როდესაც ვინმეს სიკვდილით დასჯა სურდა, მაცნეს უგზავნიდა, რომელიც დამნაშავეს ჭიშკართან საყვირის ჩაბერვით უცხადებდა დაღუპვას. ამ ჩვეულების თანახმად, მომდევნო ღამეს მან სასიკვდილო საყვირი ძმის სახლთან გაგზავნა. სიკვდილის ხმის გაგონებაზე ბედკრული მეფისწული ათრთოლდა და მთელი ღამის განმავლობაში მისთვის ემზადებოდა.
დილით მან სამგლოვიარო სამოსი ჩაიცვა და ცოლთან და შვილებთან ერთად მეფის სასახლეში მივიდა, კართან დადგა და ქვითინებდა. ამის გაგონებაზე მეფემ თავისთან უხმო და ძმის უკიდურესი სასოწარკვეთილების დანახვაზე უთხრა:
-უგუნურო ადამიანო! შენ შეგეშინდა ძმის - შენს მსგავსად შობილის მიერ გამოგზავნილი მაცნისა, ძმისა, რომელსაც შენგან შეურაცხყოფა არასდროს მიუღია; როგორ შეგეძლო ჩემი დაძრახვა, როდესაც გულის თავმდაბლობით ვემთხვეოდი ღვთის მქადაგებლებს, რომელთაც წინასწარ მაუწყეს სიკვდილი ხმოვანი საყვირით? ასე მხოლოდ იმიტომ მოგექეცი, რომ განმესწავლე. მშვიდად წადი სახლში. მათ კი, ვინც ღატაკთა წინაშე ჩემს დამცირებაში შენი თანამოაზრენი იყვნენ, სხვაგვარად ვასწავლი.
ამის შემდეგ მეფემ ბრძანა, ოთხი ყუთი დაემზადებინათ, მათგან ორი ოქროსი, დანარჩენი ორი კი - ფისითა და ფერფლით შეელესათ. როდესაც ყველაფერი მზად იყო, მეფემ ის დიდებულები იხმო, რომლებმაც ღატაკთა წინაშე უპატიურ მდგომარეობაში ჩააყენეს. მათ წინ ოთხივე ყუთი დაადგმევინა და ჰკითხა, რა ღირდა თითოეული მათგანი. დიდებულებმა (როგორც ყველა ადამიანმა, ვინც გარეგნობით აფასებს) ჩათვალეს, რომ ოქროს ყუთებში სამეფო საგანძური ინახებოდა, ფისიანი და ფერფლიანი კი შეფასების ღირსადაც კი არ მიიჩნიეს.
-დარწმუნებული ვიყავი, - უთხრა მეფემ, - რომ გარეგნობით შეაფასებდით; მაგრამ ვნახოთ, ხომ არ მოტყუვდით?
მან ბრძანა, ოქროს ყუთები გაეხსნათ და მათგან საშინელი სიმყრალე გავრცელდა.
-შეხედეთ, რა დევს მასში! - თქვა მან.
დიდებულებმა ჩაიხედეს, შიგ ადამიანის ძვლები დაინახეს და შეძრწუნებულებმა უკან დაიხიეს.
აი, გამოსახულება მათი, - უთხრა მათ მეფემ, - რომლებიც ძვირფასეულობით მორთულნი, ბრწყინვალე ძოწეულით მოსილნი, ამპარტავნებენ დიდებით, სული კი მყრალი მანკიერებითა და უკანონობით აქვთ აღვსილი.
შემდეგ მეფემ ბრძანა, ორი დანარჩენი, ფისით შელესილი ყუთი გაეხსნათ და უეცრად ისეთი კეთილსურნელება დატრიალდა, რომ მკვდრების ძვლებიდან წამოსული სიმყრალე აღარ იგრძნობოდა.
-შეხედეთ, რა დევს შიგ, - კვლავ უთხრა მათ მეფემ.
დიდებულებმა დაინახეს უძვირფასესი ქვები, რომლებიც სხვადასხვაგვარ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ.
-აი, გამოსახულება მათი, - თქვა მეფემ, - რომელთაც მე თაყვანი ვეცი, რომელთაც ვემთხვეოდი და რომელთა გამოც შეურაცხყოფა მომაყენეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ღარიბულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი; მაგრამ თქვენ არ იცოდით, რომ მათ სულებს ღვთის სახების ერთი მარცვალიც კი არ დაუკარგავს.
დიდებულებისთვის ესოდენ განმსწავლელი გაკვეთილის შემდეგ მეფემ ისინი გაათავისუფლა.
ძვირფასი კაბის ქვეშ ხშირად მანკიერი გული იმალება, ძონძების ქვეშ კი - სუფთა და კეთილი სული