image

თემა: ჭეშმარიტება

თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისთვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევნას შესძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს შენ ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მისი ბრწყინვალე სახის გარდა არაფერი გჭირდება.
    როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მეგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი. იქნებიისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, მაგრამ - უდედოდ: რამდენი ნათესავიც არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისთვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც ყოველდღიურად შეექცევი ტრაპეზს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები