ავტორი:
მღვდელი პავლე(რაზიკაშვილი)
თემა: ამაღლება
ქადაგება
თქმული 1976–სა წელსა დღესა ამაღლებაზედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს თქვენ ნამდვილად აღასრულეთ სჯული ქრისტესი, რადგანაც მოხვედით ეკლესიაში და მაისმინეთ უმაღლესი ღვთისმსახურება . ამისთვის მეც, როგორათაც მწყემსი და მოძღვარი, მოხარული ვარ და მსურს, ორიოდე სიტყვა გითხრათ იმაზე, თუ რისთვის არის დაწესებული ეკლესიის კანონით დღესასწაულები, როგორათაც დღევანდელი დღე, ეგრეთვე სხვა დღეებიცა, რომლებსაც ვეძახით საუფლო დღესასწაულებს.
ძმებო, საჭიროა ვიცოდეთ – ნამდვილი ქრისტიანი ამისთანა დღეებში როგორ უნდა იქცეოდეს. ძმებო, თვითეულს დღესასწაულს აქვის საკუთარი მნიშვნელობა. დღევანდელს დღეს ვდღესასწაულობთ იმისთვისა, რომელ უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემდეგ საფლავით აღდგომისა, დარჩა ქვეყანაზე ოცდაცხრამეტი დღე და ეცხადებოდა თავის მოციქულებსა, ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ხალხში და გაევრცელებინათ ქრისტიანობა. და მეორმოცეს დღეს განიყვანნა მთასა ზედა ზეთისხილთასა, მისცა უკანასკნელი დარიგება, რომელ ეხლა ის მიდის ცაში თავის მამასთან, რომლმაც ის გამოგზავნა, და გამაუგზავნის სული წმინდასა, რომელიც იმით გაანათლებს და გაამხნევებს თავის მოვალეობაში და იქნება თვითონაც უხილავად იმათთან და, რასაც ითხოვენ იმის სახელით ყოველივე შაუსრულდებათ. იმათ მისცემს ისეთ ძალასა, რომელ მკვდართ აღადგენენ, სნეულთ განკურნებენ, ბრმებს თვალებს თვალებს აუხელენ, ეშმაკეულთ განათავისუფლებენ და კოჭლს ფეხებს შეაბამენ; ერთის სიტყვით, რასაც კი ითხოვენ ქრისტესგან. ყოველიფერს იქმონენ და ვერც არავინ რას ავნებს, რაც უნდა სასიკვდინო რამ ასვან : მხოლოდ ისინი იყვნენ მტკიცედ ტავიანთ მოვალეობაში და ქრისტეს რწმუნებაში.
შემდეგ ესრეთის დარიგებასა აკურთხნა იგინი, ესე იგი, დალოცნა, და თვითონა კი ამაღლდა ზეცად, მოეგებნენ ანგელოზნი. აღისვენ ფრთებზედ და წაიყვანეს დიდებით, ხოლო მოციქულნი გაკვირვებულნი უყურებდნენ ზეცად. ამ დროს დაბრუნდა ერთი ანგელოზთაგანი და უთხრა : რას განკვირვებულხართო? თქვენ ესეც იცოდეთო, როგორც ეხლა იხილეთ ზეცად აღმავალიო, ეგრეთვე კიდევაც იხილავთო, რომ აქავეც მოვიდესო. ამითი, ძმებო, ანგელოზმა ის გამოუცხადა, რომელ ქრისტე კიდევაც მოვა ქვეყანაზე, აღადგენს მკვდართა, განარჩევს მტყუანთა და მართალთა; მტყუანთ გაგზავნის ჯოჯოხეთშია, რომელნიც უნდა იტანჯნენ უკუნისამდე, და მართალთ – სამოთხეშია, რომელნიც უნდა დარჩნენ საუკუნოდ განსვენებაშია.
აი, ძმებო ქრისტიანებო, მიზეზი დღევანდელის დღესასწაულისა, რომელიც მოგვაგონებს იმ ბედნიერს დღესა, როდისაც ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
და აგრეთვე ყოველი დღესასწაული არის ასრე კანონიერად დაწესებული, ესრეთის დიდისა და ბედნიერის შემთხვევის მოსაგონებლად დაწესებული, მაგრამ ეხლა ის არის საჭირო, გავიგოთ, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი ამისთანა დღეებშია.
ძმებო, ნამდვილი ქრისტიანი უნდა ყოველთვის ესწრებოდეს ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე და ყურს უგდებდეს, რასა ბრძანებს სახარება, ანუ მოციქული, და რასაც თვითონ გაიგონებს, ხო კარგი, და რასაც ვერ გაიგონებს, კითხავდეს ეკლესიის მოძღვარსა და მისგან შეიტყობდეს იმისთვის, რომ შინ რო მუა, უანბოს თავის სახლობასა და იმათაც გააგებინოს. თავისი თავი წმინდათ შეინახოს, თუ მოჩხუბარი ყავ, შაურიგდეს, რომ სავნები და საზიანო გულში არ გაუჩნდეს; სნეული თუ ვინმე არის, ნახოს, ნუგეში მისცეს, თუ რამე იცის აწამლოს; ობოლთ დაუმწყალობნოს, შეეწივოს ღარიბთა და გლახაკთათვის რამე იზრუნოს, რითაც შეიძლება – საქმითა, თუ სიტყვითა, და რომელიც ქრისტიანი ესრეთ არ იქცევა, ის ნამდვილი ქრისტიანი არ არის. ამისთვის საჭიროა ყოველმა ქრისტიანმა იცოდეს ტავისი მოვალეობა, რომელ უცოდინრობით ღმერთი არ გაარისხოს და მითი მოაკლდეს ღვთის მოწყალებასა. ვეცადნეთ, ძმანო, ყველანი ასე ვიქცეოდეთ, რო ღმერთი შეგვეწიოს, ამინ!