
ავტორი:
ილია II
თემა: მწუხარება, გლოვა ცოდვებისათვის, განსაცდელები, ამპარტავნება
ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.