image

თემა: გაუნათლებლობა

8. უსწავლელნი და მდაბიონი სასაცულოდ თვლიან სწავლებებს და მოსმენაც არ სურთ, რადგან ამით იმხილება მათი უსწავლელობა, ხოლო სწადიათ კი, რომ მათი მსგავსი იყოს ყველა. ამგვარადვე, ცხოვრებითა და ჩვევებით აღვირახსნილნი იმას ცდილობენ, რომ მათზე უარესი იყოს ყველა, ჰგონიათ რა, რომ უკეთურთა სიმრავლის კვალობაზე თავიანთ თავს დაუდანაშაულებლობას მოუპოვებენ. მოუძლურებული სული წარიწყმიდება და იმღვრევა ბოროტებისგან, აქვს რა მას თავის თავში გარყვნილება, ამპარტავნება, უძღებობა, მრისხანება, კადნიერება, მძვინვარება, მკვლელობა, დრტვინვა, შური, ნაყროვანება, მტაცებლობა, დათრგუნულობა, სიცრუე, გემოთმოყვარეობა, მერყეობა, შეწუხებულობა, მშიშარობა, დასნებოვნება, ღვარძლი, გამკიცხველობა, მოშვებულობა, ცთომილება, უმეცრება, შემაცდენლობა, ღვთის დავიწყებულობა. ამათგან და ამათ მსგავსადაცისჯება უბადრუკი სული, თავისი თავის გამმიჯვნელი ღვთისაგან
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები