image

თემა: წუთისოფლის სიძულვილი

53.ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ (ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი). ამისს გამოა, რომ არა მხოლოდ სძაგთ ისინი, სასაცილოდაც იგდებენ მათ უგუნურთა სიმრავლენი; დაითმენენ კი, გასაჭირი რასაც შეამთხვევთ, რადგან იციან, ბოროტებად რაც უჩანთ მრავალთ, სიკეთე არის თავად მათთვის; მართლაც, ციურთა შემმეცნებელს რწმენა აქვს ღვთისა, და ესეც იცის, რომ ყოველივე ქმნილებაა მისი ნებისა. ვინც ამას ვერ ცნობს, ვერასოდეს ირწმუნებს იმას, რომ ეს სოფელი საქმეა ღვთისა და შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები