ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: წუთისოფლის სიძულვილი
104. ისევე როგორც სამწუხაროთა განცდის შემდეგ ხდება ჩვენთვის შესაგრძნობი სიამეები და სიხარული, რადგან ვერასოდეს შესვამს სიამოვნებით ვინმე, ვისაც არ მოსწყურებია, ვერც შეჭამს სიამოვნებით, ვისაც არ მოშიებია, ვერც სიამოვნებით დაიძინებს, ვინც მეტისმეტად არ დაქანცულა, ვერც სიხარულის გრძნობა ექნება, ვისაც ადრე მწუხარება არ ჰქონია, ამგვარადვე ვერც საუკუნო სიკეთეებით დავტკბებით ჩვენ, თუ ამ საწუთროს არ მოვიძაგებთ.