ავტორი:
ვ. გუბანოვი
თემა: რელიგია და მეცნიერება
ვინ თქვა პირველად "დიეტა"
ეს სიტყვაც რუსეთში პირველად არა ექიმებმა და დიეტოლოგებმა გამოიყენეს, არამედ მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა. ნეტარი იერონიმეს (IV ს.) ცხოვრებაში ნათქვამია, რომ რომში ჩასული, იგი ყველას განაკვირვებდა თავისი დიეტით (დიეტა - ბერძნ. "ცხოვრების წესი"; ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმი). აბბა თალასე (VII ს. I ნახევარი) სიყვარულის შესახებ 82-ე თავში წერს: ხორციელი აღძრვა შედეგია დაუდევრობისა ლოცვაში, კვების რეჟიმის (დიეტა) დაუცველობასა და მდუმარების დარღვევაში.
ასე რომ, დიეტაზე პირველები არა დიეტოლოგები ალაპარაკდნენ, არამედ უბრალო ბერები და ეკლესიის ღვაწლმოსილი მამები. ღირსი ნიკიტა სტეფატი (XI ს.) "ფილოკალიაში" ეხებაამ თემას და წერს, რომ უწესრიგო და არათანაბარზომიერი ანუ არასწორი დიეტის გამო ხშირად სხვადასხვა სნეულებანი წარმოიშობა (თ. 88).
ღირსი გრიგოლ პალამას სიტყვით კი "თავშეკავებითა და მწირი დიეტით გულის შემუსვრილება და ლმობიერება მიიღწევა, რითაც ნადგურდება ხორციელი გაჭირვების ყოველგვარი სიმწარე და განიცდება ცხოვრების ჩუმი სიტკბოება" ("სათნოებებისა და ვნებების შესახებ" თ. 33)