ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: უდებება
როგორათაცა რომ კაცი, რაც გინდა მრთელი და მაგარის აგებულობის სხეული ჰქონდეს, უკეთუ იგი უძრავად ატარებს თვისსა ცხოვრებასა, ერთს ადგილს ზის, დაეკარგება მას სიმრთელე და შთავარდება სნეულებასა შინა და ბოლოს სიცოცხლეც მოაკლდება, აგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ იგი მარად დღე არ არის წარმატებული უდიდესისა მადლისა და სიწმიდისადმი, არამედ მოისვენა და დაიძინა, მოაკლდება ძალსაცა მას, რომელიცა აქ აქვს.