სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვ... იხილეთ სრულად
როცა გონება არ არის დაკავებული უფლის ხსოვნითა და საღვთო საგნებზე ფიქრით, მაშინ ადამიანს უდებება, მცონარება, უმეცრება და შემდეგ ბოროტი გულისთქმები ეუფლება!
გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.
ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, უდებებას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისთვის.
ნუთუ შენი უდებებით მოიწონებ თავს იმ დროს, როცა სხვები თავიანთი შრომისთვის გვირგვინებს მიიღებენ?
თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი.
დროის დაკარგვას სჯობს ილოცო და რაც მეტად მოდის შენთან მოწყინება და უდებება, მით მეტად გეშინოდეს იმ აღნათქვამის, რომლითაც უფალმა ბოროტ და ზარმაც მონას მიმართა (მათ. 25, 26, 30).