image

თემა: ეკლესიაში კრძალვა

განათლებულ ქვეყნებში ათასი და ბევრეული კაცი ერთად შეკრებულნი დიდსა საყდარსა შინა ესრეთითა დუმილითა და კრძალვითა სდგას და ლოცულობს, რომ უცებ შეხვიდე, იფიქრებ აქ არავინ არ არისო. ჩვენ საყდრებში კი მეტადრე სოფლებში, თუ ბევრი შეიკრიბა ხალხი, ისეთი შფოთი და ხმიანობა გაჩნდება, რომ სრულიად არავის არ ესმის ლოცვა, კითხვა და გალობა. კარგად რომ დაუკვირდე, იფიქრებ, ეს ხალხი ლოცვისთვის კი არ მოსულა, არამედ სალაპარაკოდ და ახალი ამბავის შესატყობელად. სუყველაზე უარესად კი დედაკაცნი იქცევიან. საუბედუროდ, თვით სამღვდელოთაც არ იციან კრძალვით დგომა საყდარსა შინა. მაშასადამე, არ შეუძლიათ ასწავლონ და მისცენ მაგალითი ერის კაცთა, და უთუოდ ეს უნდა იყოს უმთავრესი მიზეზი ამ სამწუხაროისა უწესოებისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები