ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შური
შურისაგან კაცს შეემთხვევა მრავალი ცხადი უბედურება. თუ კაცის გულში განძლიერდა შური, თუ შურმა შეიპყრა გონება კაცისა, მაშინ იგი იქმნება მოუსვენებელი, პირმკრთალი, გამხდარი ტანითა, აღელვებული, ერთი სიტყვით, იგი არის საწყალი, შესაბრალებელი.