თემა: შური
297. როგორ შეაგონებენ წმ. მამები შურით შეპყრობილთ?
მადლიერი იყავი შენი მდგომარეობისათვის, რომელიც შენთვის ღმერთს მოუმადლებია; მტკიცედ იპყარ ის, რაც ღმერთმა მოგცა და ნუ გშურს იმათი, ვინც შენზე მეტია კეთილდღეობითა და პატივით; რისთვისაც მოწოდებული ხარ და რაშიც დამკვიდრებულხარ, მასში ჰგიებდე, ხოლო მეტისთვის ნუ იგულმოდგინებ შურით... რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღმრთისგანაა.