ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღზრდა
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა, უყურებს, რა ხასიათი აქვსთ მათ და ცუდი ყოფაქცევა თუ შენიშნა მათში, მაშინვე გაუსწორებს და ესრედ ცდილობს, რომ სიყრმითგანვე კარგი ხასიათი მისცეს მათ და კარგს გზაზედ დააყენოს.