image

თემა: ჯვარი

ძმაო ჩემო, ოდეს შეხედავ სახესა ჯვარისასა, ოდეს თაყვანისსცემ და ემთხვევი ჯვარსა ხისასა, ანუ ვერცხლისასა და ოქროისა, იცოდე რომ ის მხოლოდ სახე და ნიშანი არის; ნუ გააჩერებ დიდ ხანს გონებასა შენსა სახესა ზედა და ნიშანსა ჯვარისასა, არამედ ეცადე და წარმოიდგინე, რასაც იგი ნიშნავს. ჯვარის სახემ მოგაგონოს და წარმოგიდგინოს შენ იგი, რომელი იყო დამოკიდებული თვით ჯვარზედ მთასა ზედა გოლგოთასა. მაშინვე განიზრახე, რომ ეს იქმნა შენთვის, შენის განათლებისა, გამოხსნისა და ცხოვრებისათვის.
image
 
აქტუალური თემები