
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის სიყვარული ყოვლისა მის, რაიცა არს ანუ კაცში, ანუ კაცის გარეშე კეთილი, წმიდა, ჭეშმარიტი. ღმერთი უყვარს მას, რომელსაცა უყვარს ყოველი, რაიცა არს კეთილი, რაიცა არს ჭეშმარიტი, რაიცა არს წმიდა; მაშასადამე, სძულს და უკუნექცევა ყოველსავე, რაიცა არს ბოროტი, ცრუ და არა წმიდა.