ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულზედ, მაშინ მწუხარებას გრძნობ, გეწყინება. მაშინ შენ მზადა ხარ დაიცვა დიდება ღვთისა და თავი შენი შესწირო მის დიდებასა და მისი ამაღლებისათვის.