
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სულიერი მღვიძარება
სულიერსა ცხოვრებასა შინა მღვიძარეობა არის საჭირო პირველად მისთვის, რათა დაიფარო შენი სული და გული ყოველთა შენის სჯულისა და სასოებისა და სარწმუნოების წინააღმდეგთა და მავნებელთა ჰაზრთა და შეგონებათაგან; მეორედ მისთვის, რათა შეიძინო და მოიპოვეო ყოველი, რაიცა გააღვიძებს, გააცოცხლებს და განამტკიცებს შენსა სულიერსა ცხოვრებასა, ესე იგი, სარწმუნოებასა და სასოებასა. „მღვიძარე იყვენით, მტკიცეთ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“ (I კორ. 16. 12–14)