image

თემა: სიზარმაცე

წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის გართული ჭორთა, კაცის განკითხვათა და სხვათა ამის მზგავსთა ჩვეულებათა შინა. ეს მისთვის, რომელ ჭკუა კაცისა ეძიებს რომელსამე საზრდოსა, ყოველთვის უქმი და დაძინებული ვერ გასძლებს და თუ კარგს საქმეში არ არის გართული, უეჭველად გაებმება ცუდთა საქმეთა შინა. მზგავსად ჭკუისა, სხვანიცა უქმად მყოფნი კაცის ნიჭნი და ძალნი არიან დამდაბლებულნი და გაფუჭებულნი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები