ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ ღმერთი? მისთვის, რომელ ღმერთი არის უმჯობესი, უმშვენიერესი და უსანატრელესი არსება და ერთი მხოლოდ ღირსი სრულისა ჩვენისა სიყვარულისა. ხოლო ღმერთი შეიცავს თვის შორის ყოველთა უმაღლესთა თვისებათა, რომელთა ძალუძსთ დაკმაყოფილება ჩვენის გულის სურვილისა. გული კაცისა ეძიებს მარადის უმჯობესსა საგანსა სიყვარულისასა; გარნა ვერცა ერთი რომელიმე სხვა საგანი ვერ შეავსებს წყურვილსა მისისა სიყვარულისასა. გონება ანუ ჭკუა კაცისა მარადის მეძიებელი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა, მხოლოდ ღვთის შორის ჰპოვებს სრულსა და უმაღლესსა ჭეშმარიტებასა; სული კაცისა, რომელსა შინა ღმერთმან დანერგა მისწრაფება უმაღლესისა ბედნიერებისადმი, მხოლოდ ღვთის შორის ნაჰხავს ნეტარებასა და განსვენებასა თვისსა.