ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შური
შური არის ერთი დიდი და უწყალო მფლობელი და სასტიკი უფალი საწყალთა ჩვენთა გულთა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავისა ამის გველისანი. ვისი ენა გამოსთქვამს, ვისი კალამი აღწერს ურიცხვთა ვნებათა, რომელნი წარმომდინარეობენ ამ მოწამლულისა წყაროისაგან. უმრავლესნი ნაწილი ჩვენთა ნაკლულევანებათა, ცოდვათა და ბოროტთა მოქმედებათა გამოდის ამ წყაროისაგან.