ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შური
შური არის სნეულება სულისა ჩვენისა. გარნა ყოველსა სნეულებასა აქვს თვისი წამალი. წამალი შურისა არის ქრისტეს სიყვარული. განძლიერდა ჩვენს გულში ქრისტიანებრივი სიყვარული, – მოუძლურდა შური და სიძულილი; დამცირდა ქრისტეს მადლი და სიყვარული ჩვენს გულში, – გაცოცხლდა შური, აღიმაღლა თავი შურმან და სიძულვილმან.