ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღზრდა
ჩვენს ქვეყანაში აღზრდის საქმეში მხოლოდ იმას სცდილობენ, რომ თვისთა შვილთა ასწავლონ მოსაწონი მიხვრა–მოხვრა, კარგი სიტყვა–პასუხის მიცემა, თავაზიანად ლაპარაკი და მოქცევა. გარნა, ძმაო ჩემო საყვარელნო, ეს არის მხოლოდ ერთი და თვით უმცირესი კერძო შვილის გამოზრდისა. ესრედი გარეგანი ზრდილობა და დარბაისლობა მხოლოდ მაშინ არის მოსაწონი და საქები, როდესაც იგი შეერთდება სულიერსა, შინაგანსა ზრდილობასა თანა, ესე იგი, გულისა და სულის სიკეთესთანა. უმთავრესი საქმე შვილის გამოზრდაში ის არის, ძმაო, რომ შენს ბავშვს გული გაუკეთო, ხასიათი გაუსწორო. თუ კეთილი შინაგანი ხასიათი გაუჩნდა შენს შვილს, მაშინ გარეგანი ზრდილობა თავის თავათ მოუვა.