ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმართლე
რაისთვის არა სთქვა უფალმან: ნეტარ იყვნენ, რომელთა უყვარსთ სიმართლე? არამედ – „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის“. ნეტარად უწოდებს მაცხოვარი მხოლოდ მათ, რომელთა უყვარსთ სიმართლე, ვითარცა მშიერსა კაცსა უყვარს და სურს საჭმელი და მწყურვალესა სასმელი. კაცს რომ მოშივდება, მაშინ მისთვის უძვირფასეს ყოვლისა არის საჭმელი. მას ერთი ლუკმა პური ურჩევნია ოქროსა და თვალთა; მზგავსად ამისა ესოდენ უნდა უყვარდეს ყოველსა კაცსა სიმართლე, რომ მიაჩნდეს იგი უძვირფასესად ყოვლისა ნივთისა; ყოველსა სიტყვასა და საქმესა შინა ყოველგან და ყოველთვის უნდა ეძიებდეს სიმართლესა და უხაროდეს მისთვის.