image

თემა: სიმართლე

მშვიდნი და მწყურვალენი სიმართლისათვის, რა საკვირველია, ვერ განძღებიან ამა ქვეყანასა ზედა, ვინაითგან აქ ვერ იხილვენ სრულსა სიმართლესა, არამედ განსძღებიან სასუფეველსა ცათასა. მხოლოდ მუნ იხილვენ იგინი სრულსა ჭეშმარიტებასა შინაგან და გარეშე თვისსა. მაშინ ნახვენ იგინი თვალითა, ვითარ კაცი, რომელი ატყუებდა ყოველთა ამ ქვეყანაზე და აღვსებული იყო მზაკვარებითა და ფარისევლობითა, მუნ იქმნება შერცხვენილ და დამდაბლებულ. ხოლო კაცი,რომელი იყო გულწრფელ, დევნული და შეურაცხ აქ სიმართლისათვის, იქმნება ამაღლებული და ნეტარ წინაშე თვალთა უფლისასა სასუფეველსა შინა მისსა. და თუ ესოდენ ძვირფასია, ძმანო ჩემნო, ღვთის წინაშე სიმართლე, ეცადეთ, რომ შეიყვაროთ იგი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები