
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ზიარება
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა.