ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმართლე
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრთელი ქრისტიანობა.