ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: თავისუფლება
ღმერთს არს სურს, ძალით და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილი, მართალი, წმიდა, და ჰსურს, რომ ჩვენც ესრეთნი ვიყვნეთ. გარნა შიშით და იძულებით არ გვაქნევინებს ჩვენ კეთილს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით. მას ჰსურს, რომ ჩვენი კეთილმნებებელობით ვიქმოდეთ ყოველსა კეთილსა საქმესა. მეორეს მხრით ღმერთს ეძაგება ყოველი ცუდი საქმე: სიცრუვე, უსამართლოება, ცოდვა. განა არ შეუძლია მას, რომ ცუდსა, უსჯულო კაცს მოუსპოს ყოველი საშუალება ცუდის საქმის აღსრულებად? გარნა ამას არ ნებულობს ღმერთი. რაკი ერთხელ ღმერთმან შეჰქმნა კაცი და მისცა თავისუფლება და ჭკუა, აღარ ნებულობს, რომ დაუშალოს მას თვისი ნებით და ჭკუით მოქმედება. ღმერთი მხოლოდ გვაცნობებს ჩვენ თვისსა ნებასა; მან შეგვატყობინა რა უყვარს მას და რა სძულს, გვაცნობა რა არის ჩვენთვის სასარგებლო და მავნებელი; რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ანუ გავარისხოთ; მოგვცა ღვთაებრივი სჯული განსანათლებელად ჩვენდა. შემწეობასაც აძლევს მადლითა თვისითა ყოველსა კაცსა, რომელი დაემორჩილება მისსა ნებასა და მოინდომებს სულის ცხონებასა. დანარჩენი ჩვენ უნდა ვქმნათ, ჩვენი კეთილითა ნებითა და სურვილითა.