ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სასუფეველი
ვითარ უკუე ჯერ არს ყოფაი ჩუენი ჟამსა მას და რომელიმე სიხარული იყოს ჩუენდა, სიხარული მიუწვდომელი, ოდეს-იგი ჰრქუას მეუფემან მარჯუენით მდგომარეთა მათ, მხიარულითა პირითა: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთვის სოფლის დაბადებითგან წინაით" (მათე 25,34). მაშინ, ძმანო ჩემნო, მიიღონ გვირგვინი შუენიერი და სასუფეველი დიდებული ხელისაგან ღმრთისა თვისისა და სუფევდენ ქრისტეს თანა, რაჟამს დაიმკვიდრნენ კეთილნი იგი აღთქუმულნი ღმრთის მოყუარეთათვის. მაშინ არღარა იყოს შიში და მწუხარებაი, ყოლადვე გულისხმა-ყავ, ჰოი ძმაო, რაი არს სასუფეველი ცათაი. ესე არს ვითარცა თქუმულ არს, რამეთუ მიიღო გვირგვინი ხელისაგან ღმრთისა შენისა და ქრისტეს თანა სუფევდე უკუნისამდე