image

თემა: დიდებისმოყვარეობა

თვითგანდიდება იმდენად დახვეწილი და საძაგელი სახეობაა სულიერი სიამაყისა, რომ ცდილობს თან ახლდეს ყოველ კეთილ საქმეს. ყური უგდეთ, რას ამბობს ამის შესახებ წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი და შეინანეთ უფლის წინაშე, თუ მის სიტყვებში საკუთარ თავს შეიცნობთ: „როცა ვმარხულობ, ხოტბას ვასხამ ჩემს თავს, როდესაც მსურს სხვებისგან დავფარო ჩემი მარხვა და ამიტომ ვჭამ სახსნილოს, მაშინ კეთილგონიერებით ვპატივმოყვარეობ. როცა მოხდენილი სამოსით ვიმოსები, ვმარცხდები პატივმოყვარეობით, ხოლო როდესაც ძველმანებს ვიცვამ, ასევე თვითგანდიდება მიპყრობს. სიტყვას ვიტყვი – პატივმოყვარეობის კლანჭებში ვექცევი, უთქმელობას ვარჩევ, ისევ მისი ტყვე ვარ. საითაც არ უნდა შევბრუნდე, მისი ეკლები მუდამ ჩემსკენ არის მოქცეული“ (სათნოებათა კიბე 22.5).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები