image

თემა: აბორტი

უმეტესობა ასე ფიქრობს: „მადლობა ღმერთს, არავინ მომიკლავს, ანუ უფლის წინაშე ბრალი არ მიმიძღვის ამ მცნების დარღვევაში“. მაგრამ არსებობს ერთგვარი საშინელი მკვლელობა, როდესაც დედა თავის წიაღსა შინა კლავს შვილს. ეს მკვლელობა ორმაგად მძიმეა, ვინაიდან მკვლელი დედაა! ამ ბოროტმოქმედების ჩამდენო დედებო, შეინანეთ! ვინ მოგცათ უფლება განაგოთ, ვინ იცოცხლოს და ვინ არა? თქვენ იქნებ მომავალი გენიოსი მოკალით, ან იქნებ მოკალით ის, ვისაც თავისი ლოცვით ქვეყანა უნდა გადაერჩინა, მოკალით მომავალი დიდი მამა, კაცი, რომლის გარემოცვაში უნდა გადარჩენილიყო ათასობით ადამიანი. მოკალით საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრებაც დიდ წყალობას მოუტანდა საზოგადოებას. ჩვენ ვიხრჩობით საკუთარი შვილების სისხლში და ეს სისხლი ცას შეჰღაღადებს!
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები