image

თემა: მრუშობა

„არა იმრუშო“ – ამ მცნების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ცოდვა არსებობს – სისხლის აღრევა, როცა ცოლ–ქმრული კავშირით შეერთდებიან ახლო ნათესავები. აი, რას ამბობს ამ სამარცხვინო ცოდვის შესახებ პავლე მოციქული: „ყოვლადვე ისმის, რაისა თქუენ შორის სიძვაი და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროისად იგლოვეთ, რაითა მოისპოს თვენ შორის, რომელმან საქმე ესე ჰქმნა“ (I კორინ. 5.1–2). ეს ცოდვა დამღუპველად მოქმედებს არა მარტო სჯულის კანონის დამრღვევებზე, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ შთამომავლობას. გონებაჩლუნგობა და, საერთოდ, ფსიქიური ძალების სისუსტე, ხეიბრობა – ეს არის სამწუხარო შედეგი ნათესავთა შორის ქორწინებისა, რომელიც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები