ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სრულყოფილება
ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება მისწრაფება – თავის თავში აღმოაჩინოს და სრულყოს სულიერი ძალები, გაუთანაბრდეს სხვას, მოიპოვოს კარგი სახელი, პატივი, ქება, კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, როდესაც უბიძგებს ადამიანს გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფისაკენ. როდესაც ეს სურვილი მოიპოვება პატიოსანი გზით, მოიხმარება მართებულად, მაშინ კეთილი სახელიც სასარგებლოა საკუთრივ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სრულყოფისა და ბედნიერებისათვის. მაგრამ პირველქმნილი ცოდვით შერყვნილი ჩვენი ბუნება და თავმოყვარეობა ბოროტად იყენებს ამ მისწრაფებას და საკუთარი პიროვნების გადამეტებული სიყვარულისა და პატივისცემის გამო იბადება სიამაყე, რომელიც სხვადასხვა სახით გამოვლინდება. (ეპისკოპოსი პეტრე. მითითება ცხონების გზისაკენ).