ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულსა და ტრფიალებას განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება, როგორც ხორციელი, ასევე - სულიერი სიყვარულის დროს.
იყო ვინმე სწორედ ამგვარად მოწყლული და იგი გაკვირვებით ამბობდა: მე მძინავს, როგორც ხორციელი ბუნების წესია; ჩემი გული კი მღვიძარეა - სიყვარულის სიმრავლის გამოისობით
იყო ვინმე სწორედ ამგვარად მოწყლული და იგი გაკვირვებით ამბობდა: მე მძინავს, როგორც ხორციელი ბუნების წესია; ჩემი გული კი მღვიძარეა - სიყვარულის სიმრავლის გამოისობით