ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ტელევიზორი
ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადმიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე, ინფორმაცია იღვრება უწყვეტ, გაუკონტროლებელ ნაკადად. ჩვენ კი, ისე რომ თავად ვერც კი ვამჩნევთ, გადავიქეცით ტელევიზორის მონებად.