ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ჭორაობა
389. ვისი მანქანებით ხდება, როდესაც მავანი ცუდს ლაპარაკობს ჩემს შესახებ?
ნუ გაიკვირვებ, თუკი ვინმე ცუდს ლაპარაკობს შენს შესახებ, რადგან ეს კაცთა მოდგმის უბოროტესი მტრის მანქანებით ხდება: ამ მზაკვრობით (უსამართლო კიცხვა–გმობით) იგი იმედოვნებს დაგაბრკოლოს ჭეშმარიტების შეცნობაში.